თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე

2025-06-06 12:13:10+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მამუკა ხაზარაძემ გირაო კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.