ვინ შეცვლის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე რობინ დანიგანს, რომელმაც თანამდებობის დატოვებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო - Palitra News

ვინ შეცვლის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე რობინ დანიგანს, რომელმაც თანამდებობის დატოვებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

2025-06-06 12:18:29+04:00

ვინ შეცვლის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე რობინ დანიგანს, რომელმაც თანამდებობის დატოვებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო? - ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ქართულ ოცნებაში რობინ დანიგანის მიმართ კრიტიკას არ მალავენ და იმედოვებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება საქართველოში ამერიკული მხარის ახალ წარმომადგენელის პერიოდში მაინც მოხდება. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ელჩის ცვლილების მიუხედავად ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ ტონს შეინარჩუნებს.