ბოიკოტი თუ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - რომელი ოპოზიციური პარტიები მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - Palitra News

ბოიკოტი თუ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - რომელი ოპოზიციური პარტიები მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

2025-06-06 12:20:40+04:00

ბოიკოტი თუ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? საკითხზე ოპოზიციის შიგნით ერთიანი პოზიცია კვლავაც არ არსებობს, არადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქართველ ოპოზიციონერებს მოუწოდა გამოიყენონ თვითმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლობა ქართველი ხალხის ერთიანობის ასასახად. მიუხედავად ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია ცვლილებისთვის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას ამჯობინებენ. გახარიას გუნდში ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს კი ორ არჩევანს შორის საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.