უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. 49 ადამიანი დაიჭრა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი - ყველა მათგანი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო. ზელენსკი სახელმწიფოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.