თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა თუ წინააღმდეგობისთვის საზიანო ნაბიჯი?! - ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუციაში გამოთქმული მოწოდების მიუხედავად,
"ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" პარტიებისთვის ბრძოლის ხაზი ბოიკოტია. გახარიას გუნდში კი - ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს ორ არჩევანს შორის საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია მმართველ გუნდში.