დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ სამოქალაქო აქტივისტს, უჩა ქემაშვილს და ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ - Palitra News

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ სამოქალაქო აქტივისტს, უჩა ქემაშვილს და ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

2025-06-06 21:00:41+04:00

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ სამოქალაქო აქტივისტს, უჩა ქემაშვილს და ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ - ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა - ის 26 მაისს ვარკეთილში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მის წინააღმდეგ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა, როგორც დაკავებული აქტივისტი განმარტავდა, მის წინააღმდეგ დევნა რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის გამო დაიწყო.