პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა პროტესტის 191-ე დღესაც გადაიკეტა. დემონსტრანტები ცდილობენ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან და ამით საკუთარი ხმა და მოთხოვნები მიაწვდინონ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.