კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა - Palitra News

კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

2025-06-07 12:53:50+04:00

კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ბოლოს ხორვატიის წარმომადგენლისთვის სწავლების სიმბოლური დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს სწავლების მასპინძელი ქვეყანა ხორვატია იქნება. წრთვნების მიზანი მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვა და აღსრულებისას ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების დახვეწა იყო. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა და საველე ელემენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სასროლეთზე გამნაღმველთა ჯგუფმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გააუვნებელყო.