ბავშვებზე ძალადობის საქმე - 12 ქვეყანაში 20 ადამიანია დაკავებული. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია ინტერპოლმა ევროპასა და ამერიკაში ჩაატარა. ბრალდებულ პირებს შორის ერთი მასწავლებელია და ერთი ჯანდაცვის მუშაკია, რომელიც არსებული ინფორმაციით, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შემცველ მასალებს ონლაინ პლატფორმებზე აზიარებდა. გამოძიების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში უხდიდა ფულს სექსუალური ხასიათის ფოტოებისათვის, მასწავლებელი კი ბრალდებულია ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაზიარებაში.
ინტერპოლის ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კიდევ 68 ეჭვმიტანილი და გამოძიება გრძელდება.