შედგება თუ არა აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა? - Palitra News

შედგება თუ არა აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა?

2025-06-07 12:55:00+04:00

შედგება თუ არა აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა? - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, შეერთებულ შტატებში უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრის მომზადება იყო. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა კარგად ესმით. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ბოლო შეხვედრა ვატიკანში 26 აპრილს შედგა.

“დიდი შვიდეულის“ სამიტი კი კანადაში 15-17 ივნისსაა დაგეგმილი.