აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება - Palitra News

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება

2025-06-07 12:56:37+04:00

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. - აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირები იმ ირანელ ძმებთან არიან დაკავშირებული, რომლებმაც ფარული კომპანიების მეშვეობით მილიარდობით დოლარი გაათეთრეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი ამ ქსელს სანქციებზე გვერდის ავლისთვის იყენებს. აშშ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქსელი ირანს ბირთვული პროგრამების დაფინანსებასა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაში ეხმარება. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქსელში შემავალი ფარული კომპანიები სხვადასხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშებს ხსნიან, რათა ირანული ნავთობის გამყიდველი სანქცირებული ირანული ორგანიზაციებისთვის გადახდები გააადვილონ. უცხოური მედია აქტიურად აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო თვეების განმავლობაში ირანზე ზეწოლა გააძლიერა.