მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით - Palitra News

მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით

2025-06-07 17:34:01+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

ხაზარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინადადებას პირდაპირ ეთერში დისკუსიის თაობაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით.

„მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით”, - წერს ხაზარაძე.