"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ - Palitra News

"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ

2025-06-07 18:22:34+04:00

"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაძლიერებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. როგორც ისინი ამბობენ, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი საზოგადოების დაშინება და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ჩახშობაა. როგორც ამას ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, საზოგადიებამ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა უნდა აიმაღლოს. თავი მხრივ, მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირის წინააღმდეგაა შეტანილი აღნიშნული სარჩელი.