ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს.
ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.
რეკრუტებმა რვა კვირის განმავლობაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომლის ფარგლებშიც განივითარეს ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო უნარები და შეისწავლეს საერთო საჯარისო წესდებები.
ფიცის დადების ცერემონიას საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.