დონალდ ტრამპი კრიტიკა ომში მყოფ უკრაინას - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია ”ობობას ქსელის“ განხორციელებით უკრაინამ რუსეთის მხრიდან დარტყმების პროვოცირება თავად გამოიწვია. კითხვაზე, შეცვალა თუ არა რუსეთის ტერიტორიებსა და აეროდრომებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა მისი შეხედულება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ ოპერაციამ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ უკრაინის ქალაქების დაბომბვის საფუძველი მისცა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა.