„ევროსკოპის“ რედაქტორთან, თამარ ნუცუბიძესთან საუბრისას, ნატოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსში შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება. მათივე ცნობით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.