საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა - Palitra News

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა

2025-06-07 19:55:20+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15 ივნისს გრენლანდიას ეწვევა. ემანუელ მაკრონი შეხვედრებს გრენლანდიის და დანიის პრემიერ-მინისტრებთან გეგმავს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ლიდერები ჩრდილოეთ ატლანტიკისა და არქტიკის უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალების საკითხებზე ისაუბრებენ.