საფრანგეთში ელექტრო სკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

საფრანგეთში ელექტრო სკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

2025-06-07 19:55:55+04:00

საფრანგეთში ელექტრო სკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი მედიის ცნობით, ხანძარი ათსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი უკიდურესად ძლიერი იყო და მის ჩაქრობას მეხანძრეებმა 3 საათზე მეტი დრო მოანდომეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა პროკურორმა უკვე დაადასტურა, რომ ხანძარი შემთხვევითი იყო.