თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართება

2025-06-09 09:26:28+04:00

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართება. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ პროკურატურა გვარამიას შემთხვევაშიც დაკავების შუამდგომლობას დააყენებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, კომისიის შექმნის მიზანი, სწორედ ოპოზიციის დევნა იყო. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია უკვე დააკავა. მათ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.