მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ - Palitra News

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ

2025-06-09 09:28:54+04:00

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, პროკურატურამ საქმე ზედმიწევნით უნდა გამოიძიოს. ისინი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევის წარსულში არსებობაც ბევრ ეჭვს აჩენს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაიწყო.