თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა. მამუკა ხაზარაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მოწმეების დაკითხვაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამავდროულად, საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს. 14:00 საათზე კი, ამავე საქმეზე სტრატეგია-აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესია ჩანიშნული.