ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს. მან აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გადაიხადა, ისევე როგორც „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. ამავე საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.