თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, კერძოდ ორი მოწმეს - მირანდა ბაღათურიასა და გიორგი ბუტიკაშილს უსმენენ. პარალელურად, მიმდინარეობს საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხალძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი.