ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის სხდომა მიმდინარეობს, პერიოდულად ხმაურია - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის სხდომა მიმდინარეობს, პერიოდულად ხმაურია

2025-06-09 15:30:53+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სხდომა მიმდინარეობს პერიოდულად ხმაურია. სასამართლო დარბაზში მყოფი მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სხდომას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სხდომა უსამართლოდ მიმდინარეობს და მზია ამაღლობელი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება. პროცესს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.