თვითმართველობის არჩევნების თაობაზე კოალიცია ძლიერი საქართველოსა და გახარიას გუნდის პოზიცია კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობის პოზიციის საწინააღმდეგოა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებისა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების პროცესს დააჩქარებს, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შედეგი იქნება. ბოიკოტი თუ მონაწილეობა? ვის რა არგუმენტი აქვს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად?