თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ სპეციალურ ავიარეისზე, რომლითაც ბაჩიაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს. ამასთანავე, ადვოკატები ადასტურებენ, რომ ამ ბორტზე ანრი ოხანაშვილის გარდა, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ამოცნობაც, მათივე განცხადებით, ბაჩიაშვილს ახლაც შეუძლია. უფლებადამცველები გენერალური პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავენ და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ.