„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. მის დაბარებას წინ იძღოდა ბოკუჩავას ბრიფინგი, რომელზეც მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა იქამდე, ვიდრე მისი მეუღლე ვიდეოს ჩაწერდა, რომელშიც ის უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო ბოდიშს იხდის. ბოკუჩავას ინფორმაციით, ვიდეოს ჩაწერამდე კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კი, თავად კოტე იოსელიანმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა მორალური ან პრინციპული კომპრომისი, რომელიც მისი შვილების უსაფრთხოებას განსაზღვრავდა.