თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი დასრულდა. მან აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გადაიხადა - ისევე, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ამავე საქმეს უკავშირდება, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.