საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე, FARA-ს კანონი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და სხვა საკითხები განიხილეს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მას დაპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13-ტ გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით და ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირზე, „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ასევე სხვა საკითხებზე.