არსებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა

2025-06-09 22:50:00+04:00

ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.

ასევე, POLICE.GE-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძეა მითითებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე 2019 წელს დაინიშნა.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.