ლოს-ანჯელესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა - Palitra News

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

2025-06-10 08:51:17+04:00

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპრიტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.