"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებული სპეცოპერაციაა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასრულებს. უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ბაჩიაშვილის მონაყოლი ირეალურია, თუმცა სუს-ის პრესტიჟს ამაღლებს. მდინარაძის თქმით, გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, განაჩენის გამოტანამდე დატოვა.