საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე იქნება. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე დაინიშნა, მას ამ პოსტზე ლევან მაისურაძე შეცვლის. საკადრო ცვლილებები განხორციელდა კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.