ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე სასამართლოზე თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების დაბარებას ითხოვენ - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე სასამართლოზე თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების დაბარებას ითხოვენ

2025-06-10 09:38:08+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე სასამართლოზე თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების დაბარებას ითხოვენ. მათივე თანაპარტიელებს არ უკვირთ რომ მოსამართლე თეა წულუკიანს დაკითხვაზე არ იბარებს. როგორც ამბობენ, ბრალდების მხარისა და მოსამართლის მთავარი მიზანი - რეალური გამოძიების ნაცვლად, ქართული ოცნების ოპონენტების დაკავებაა.