მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა - Palitra News

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა

2025-06-10 09:40:38+04:00

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც მერების თქმით, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.