საქართველოს აშშ-ში ახალი ელჩი ეყოლება. მთავრობამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი მიიღო. თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს ტალიაშვილის შემცვლელად, ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა.