თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, კიდევ 9 პირის და ნარკოდანაშაულში ბრალდებულ თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესია ჩანიშნული. დღეს სასამართლოზე, პროკურატურის წარმოდგენილ მტკიცებულებებს იკვლევენ. კონკრეტულად ვინ ჰყავს წარმოდგენილი სახელმწიფო ბრალდებას და რა არის დაგეგმილი დღევანდელ სასამართლო პროცესებზე.