სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შემოდის, რომლის მიხედვითაც იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელები გაძევების პროცედურა - Palitra News

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შემოდის, რომლის მიხედვითაც იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელები გაძევების პროცედურა

2025-06-10 13:43:07+04:00

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შემოდის, რომლის მიხედვითაც იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელები გაძევების პროცედურა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე - „უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა“. ასევე, როგორც უკვე გითხარით იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით ისინი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების წუხილს პასუხობენ. ასე რომ, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის ახალი სახის დამატებას გულისხმობს, რომელიც გამოიწვევს - უცხოელის საქართველოდან გაძევებას და ასევე განსაზღვრული ვადით მისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.