თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სასამართლოში ჩვენება 4 -მა გამომძიებელმა უნდა მისცეს. დაიკითხება მერიის თანამშრომელიც, რომელიც ზარალის ოდენობაზე ისაუბრებს. დარბაზში ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას თავად ბრალდებულების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.