„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს. საქმე ეხება ბოკუჩავას მონაყოლს, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლის მიერ ვიდეოს წინ უძღოდა ზეწოლა და მუქარა - აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში კი კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის. ოპოზიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობს, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ კი ბოკუჩავას დეზონფორმაციაში ადანაშაულებენ.