ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელს, სავარაუდოდ, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე გაიმართება - როგორია ოპოზიციის გეგმები - Palitra News

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელს, სავარაუდოდ, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე გაიმართება - როგორია ოპოზიციის გეგმები

2025-06-10 21:47:13+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელს, სავარაუდოდ, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე გაიმართება. ოპოზიციური პარტიები ერთიანი სტრატეგიის გარეშეა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს და მას პოლიტიკურ ფარსს უწოდებს, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური გაერთიანება აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მაინც საჭირო სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციონერთა ნაწილის მხრიდან დაგეგმილ ბოიკოტს „დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად აფასებენ“. როგორია ოპოზიციის გეგმები მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე?