ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა - რა ვითარებაა ადგილზე და რას აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციაში? - Palitra News

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა - რა ვითარებაა ადგილზე და რას აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციაში?

2025-06-10 21:48:10+04:00

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა, - მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვასხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს. აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ჯარი ქალაქში დროებით დაახლოებით 700-ს საზღვაო ქვეითსა და 2000 ჯარისკაცს განათავსებს. კალიფორნიის გუბერნატორი აშშ-ის ხელისუფლებას ძალაუფლების გადამეტებაში სდებს ბრალს, ხოლო ამის საპასუხოდ, დონალდ ტრამპი კალიფორნიის გუბერნატორის დაკავების მომხრეა. რა ვითარებაა ადგილზე და რას აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციაში?