"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება, რომ ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა, პოლიტიკოსების მხრიდან აქტიურად განიხილება. უმრავლესობის წევრები ბაჩიაშვილის გზავნილს აბსურდულ ბრალდებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. ოპოზიცია კი “ქართულ ოცნებას” ადამიანების გატაცებასა და სპეცოპერაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.