საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების ეფექტურობის გაძლიერება თუ დასავლეთის სანქციების შედეგი?! პოლიტიკურ მხარეთა პოზიციები ამ ორი მოსაზრების ირგვლივ ერთიანდება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძით ვახტანგ გომელაურის ჩანაცვლების შემდეგ, სამინისტროში ცვლილებები თავად ახალმა მინისტრმა განახორციელა. მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ძალოვან უწყებაში დამატებით ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ საკადრო ცვლილებების რეალური მიზეზი სანქციები და შიდა დაპირისპირება გახდა. ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ ანალიტიკოსებიც.