როგორ აფასებენ პოლიტიკოსები თინა ბოკუჩავას განცხადებას - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები თინა ბოკუჩავას განცხადებას

2025-06-11 09:30:06+04:00

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს. საქმე ბოკუჩავას მონაყოლს ეხება, რომლის თანახმად, ვიდეოს ჩაწერას, სადაც მისი მეუღლე უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო ბოდიშს იხდის, წინ ზეწოლა და მუქარა უძღოდა. ოპოზიციაში აცხადებენ რომ მმართველ გუნდი ოპონენტებს დევნის და საქართველოს კადიროვიზაცია სურს. თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდი ბოკუჩავას დეზონფორმაციაში ადანაშაულებს, ხოლო, მის განცხადებებს უნიჭო სპექტაკლს უწოდებენ.