სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა, სადაც 2024 წლის აქციებზეც ისაუბრა - Palitra News

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა, სადაც 2024 წლის აქციებზეც ისაუბრა

2025-06-11 09:32:05+04:00

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა, სადაც 2024 წლის აქციებზეც ისაუბრა .მან სიტყვით გამოსვლის დროს, "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე აღნიშნა, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა პროპორციული უნდა ყოფილიყო .ამ განცხადებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ომბუდსმენის განცხადებას ოპოზიციის წევრებიც გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ლევან იოსელიანის ანგარიში უფრო მკაცრი და ხისტი უნდა ყოფილიყო.