საავტომობილო გზა პროტესტის 195-ე დღესაც გადაიკეტა - Palitra News

საავტომობილო გზა პროტესტის 195-ე დღესაც გადაიკეტა

2025-06-11 09:34:01+04:00

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები გრძელდება. საავტომობილო გზა პროტესტის 195-ე დღესაც გადაიკეტა. დემონსტრანტების განცხადებით, ცდილობენ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან და ამით საკუთარი ხმა მიაწვდინონ. მათი მოთხოვნები უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.