ლოს-ანჯელესის ნაწილში ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა. ქალაქის მერის თქმით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის საერთო ფართობი კი - 502 კვადრატული მილია. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელის თქმით, ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ.