რა მიზნით იმყოფება ირაკლი კობახიძე უნგრეთში და რა აქვთ სათქმელი ევროპელი ლიდერებისთვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - Palitra News

რა მიზნით იმყოფება ირაკლი კობახიძე უნგრეთში და რა აქვთ სათქმელი ევროპელი ლიდერებისთვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

2025-06-11 12:13:17+04:00

დღეიდან უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი იწყება. მთავრობის მეთაურს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.

სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. უნგრეთში კობახიძის ვიზიტის პარალელურად, ბრიუსელში ევოპული საბჭოს ლიდერებთან შესახვედრად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩავიდნენ. რა მიზნით იმყოფება ირაკლი კობახიძე უნგრეთში და რა აქვთ სათქმელი ევროპელი ლიდერებისთვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს?!