პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩია - Palitra News

პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩია

2025-06-11 12:34:56+04:00

ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩეულია - ახალ პოსტზე მის კანდიდატურას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონის თანახმად, ახალი გენერალური აუდიტორი 5 წლის ვადით არის არჩეული.

გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან ვადაზე ადრე, პირადი განცხადებით წავიდა. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუდა.